ჭა ჭე ჭვ ჭი ჭკ ჭლ ჭმ ჭნ ჭო ჭრ ჭუ ჭყ
ჭევ ჭენ ჭეო ჭერ ჭეფ ჭეჭ

ჭევლი

  1. მკის დროს სვეში ფენა-ფენა დაწყობილი მომკილი პურის ან მოჭრილი ჩალის ხელეური
     
    ის, რასაც მკის დროს ერთ ხელში დეიჭერ, ხელაურია, ძირს როცა დააწყოფ ხელაურეფს, ჭევლია. ძნაში 10-12 ჭევლი შევა (ხევი); პურს ვმკიდით ნამგლით, ჩალას მოვჩეხდით, რასაც დევიტევდით ხელში პურს ან ჩალას, იმას მიწაზე დავდებდით, ეს არი ჭევლი. მერე იმ ჭევლეფს შევაგროვებდით და შევკონემდით. კონაში ჭევლი 20 მაინც იქნებოდა. ჭევლი პატარაა (ბერეთისა); პურს რო მოვმკიდით, ჭევლებათ დავალაგებდით, მერე მოვიტანდით წკნელს ჭევლეფს მოუყრიდით თავს და შევკონიდით, იმა ქვია ძნა (ზვარე); მოვჩეხამთ სიმითს, დავაწყოფთ ჭევლებათ (ბორითი); რო ყრია პური შოუკონავი, რო მოვჩეხამთ ნამგლითა, ჭევლია (წიფა).
  2. ერთ მწკრივში (ღვარეულში) ჩაცელილი პური პურს რო ჩაცელამ, რასაც ერთი ცელი მოცელამს ყანის დასაწყისიდან ბოლომდე, სანამ შეკონიდე, ჭევლია (ჩხირაული), მოცელილი პური რო დაცვივა მიწაზე, ის არი ჭევლი (შომახეთი); ღვარეულში რაც მოიჭრება, ის პური რო დეეწყობა მიწაზე, იმას ქვია ჭევლი (არგვეთი); ჭევლეფს რო მივდევთ და ვკონით, ის ძნა არი უკვე (ჯალაურთა).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 491.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9