წისქვილის ღარის თავში ჩასადები ხის ტარიანი ფიცარი (ღარის სიგანისა), რომლითაც წისქვილის გასაჩერებლად წყალს აგდებენ ღარის გარეთ ან, როცა რამდენიმეთვლიან წისქვილში ყველა თვლის ასამუშავებლად წყალი არ კმარა, ამა თუ იმ ღარში წყალს კეტავენ
- გადასაგდებელა ფიცარია, რომელსაც აქვს ხის ტარი. ტარს მოვკიდეფთ ხელს და ჩავდეფთ ღარმი და წყალს ვაჩერეფთ (ვერტყვიჭვალა); გადასაგდებელაა ფიცარი, რომელსაც ღარის თავზე დააყენებენ, რო წყალი არ გადევიდეს ღარში და გაჩერდეს წისქვილი მერე (ხვაშითი), წისკვილი ერთღარიანი თუა, ერთი ბორბალი უნდა, თუ ორღარიანია, - ორი ბორბალი. ღარიდან მიეშობა წყალი ბორბალს. თუ წყალი საკმარისი არ არი, რო ორი ბორბალი ამუშავოს, ღარში ჩადებენ ფიცარს, რომელსაც გადასაგდებელას უძახიან (ქვაციხე).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 71.