საფქვავს დააყრის დასაფქვავად
- დაფშვნილ სიმითს მოვცხრილამთ ცხრილით და წევიღებთ წისქვილზე და დავარიგნეფთ (ხვაშითი); „რა ქენი დაარიგნე წისქვილზე?“ — „ჯერ არ გვირიგნია, ბოშო“ (ზედუბანი); მალე დავარიგნეფ სიმითს (შუქრუთი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 110.