შენობის კუთხიდან (კუნჭულოდან) თავხემდე სახურავის ფერდობის გადაკვეთის ხახის (წიბოს) გასწვრივ დახრილად გადებული ძელი ნივნივების (გადასაკიდების) დასაყრდნობად
- სახს აქ ოთხი კუნჭულო და ხეები გეედება, ქვია ზღუდე (ლიჩი); კედელი რო მოთავდება, ირგვლივ დეედება სარტყელი, სარტყელზე ედება სტრაფილი, სტრაფილზე – გადასაკიდი, მერე –ზღუდეები, ლარტყა და სახურავი (ქვაციხე); ზღუდეებია გძელი ხეები, რომელიც თავს იყრის იგოგში და მას ეყრდნობა სახურავი(ტაბაკინი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 158.