ვაზის ლერწებს სიმაღლეს მოუკლებს, - თავს ზევით მყოფ ლერწს გადაჭრის, - რომ მან ზრდა შეწყვიტოს, დამსხვილდეს, თანაც ყურძენს მეტი ჰაერი და სინათლე მოხვდეს
- ვენახი რო ამაღლდება, სიმაღლეს მოუკლეფთ, – თავს გადავჭრით. როცა მე-10 ფოთელს გამეიღეფს, გადავჭრით ლერწს მე-10 ფოთელს ზემოდან. ამის შემდეგ სწორ ხაზს გავყვებით და ყველას გადავჭრით თავს სწორა. ცოლიკაურმა იცის ფოთელი შორ-შორ და 10 ფოთელი ძაან მაღლა მიდის, 8 ფოთელს უტოვეფთ (ჩიხა).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 161.