ეკლის, ცაცხვის, თელის, წაბლის ან კაკლის ხის ქერქის შიგნითა ნაწილი, – ლაფანი, რითაც ვენახს ახვევენ
- უნდა გავმორჩნოთ ვენახი და მერე ეკლის ან თელის ტყავით უნდა ავახვიოთ. ამას თველოს უძახით ჩვენე (ზედა საქარა); თველო წაბლისა და კაკლის ხის კანია, ბლის კანი ოფიჭოა (გეზრული).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 168.