საარაყე ქვაბის მილიდან მომდინარე ძაფივით უწყვეტი ნაკადი არაყისა (იხმარება მთელ ზემო იმერეთში)
- წინწკილით რო გადმოდის ოტკა, კამარას უძახით (მანდაეთი); ძაფივით უწყვეტად რო გამოდის ოტკა, ისაა კამარა, წვეთ-წვეთათ რო გამოდის, კამარა აღარ ქვია (ჩიხა); პირველათ დეიწყეფს ოტკა წვეთას, მერე კამარა
- იქნება (ქვები); ოტკას კამარა აქ დიდი, ცეცხს მოუკელი (შროშა).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 184.