ქვის ასაწევ-დასაწევი ბერკეტი წისქვილში მარცვლეულის წმინდად თუ მსხვილად დასაფქვავად
- ასაწეველა ზევიდან ალაზე მიმაგრებული ხეა, რომლის ბოლო უერთთება ფარცხს. ასაწეველა ქვას აყენეფს იმ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროა მარცვლის დასაფქვავათ (ჩიხა). ფანთხაში ჯოხია გაყრილი, ეს ჯოხი ამოდის ალას წინ. ავწევთ - ქვაც ეიწევს და ,სხვილათ ფქვამს, ღერღამს, დავწემთ – ქვაც დეიწემს და წვრილათ ფქვამს. წმინდა დაფქული რო გინდა, დოუწემ (მორძგვეთი); ასაწეველა ხეა, რომელიც უერთთება ბორბალს, წისქვილშე ამოსულია იატაკში და სოლები აქ გაკეთებული, შიგ ჯოხია გაყრილი. ამოწემ და სხვილათ მოფქვამს, დოუწემ – წმინდათ (ხვაშითი), ასაწეველას ფეხი კიბორჩხალას ხეზეა დამაგრებული, მაღლა თავი ამოშვერილია იქვე, სადაც ონჯარო (ტაბაკინი)|; თუ უნდათ წმინდათ დაფქვან, დაუშვებენ ასაწეველას, თუ უნდათ დაროშვა, აწევენ და ამის გამო ეძახიან ასაწეველას (ქვაციხე).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 32.