ერდოიან სახლში, შუაცეცხლის თავზე, დირეებზე დაკიდებული, ოთხკუთხედად შეკრული ოთხი ძელი, რომლებიც სიგანეზე იყო გახვრეტილი და გაყრილი ჰქონდა 5-6 ლატანი (გასაყარაები) ლორწამს იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებისათვის: მასზე ზამთარში აშრობდნენ სველ ტანსაცმელს, ცხრილზე დაყრილ მარცვალს, თესლეულს, ჩირს თუ სხვა რამეს, ჩამოჰკიდებდნენ ლორს. ლორწმის შუაში ეკიდა საქვაბე
- ლორწამი არი 4 ღერი, შეკრული მაღლა ოთხკუთხედათ, შუაცეცხლის თავზე, და იმაში გაყრილია წვრილი ჯოხები 5-6. ლორწამი გახვრეტილი იყო და სიგანეზე ქონდა ეს ჯოხები გაყრილი. ზამთარში გადაკიდებდენ ლორწამზე და დილას მშრალი დახვთებოდა, თუ რამე ქონდათ გასაშრობი. ცხრილზე დაყრიდენ და გაყრილ ფიცრებზე შედებდენ და გაახმობდენ ასე სხვა რამეს ღორს დაკლემდენ, ამ ლორწამზე დაკიდებდენ და გამეიყვანდენ მშვენიერ მიჩინას. სახში იყო დირეები და დირეებზე იყო დაკიდებული ეს ლორწამი, ჩელტი რო გაგიდევს ახლა, ისე (ბაჯითი); ლორწამი ოთხკუთხედი ხე იყო, გახვრეტილი იყო და გაყრილი ქონდა გასაყარაები -ჯოხები, იყო ჩამოკიდებული მერე საქვაბე. ბოლზე დავკიდებდით მიჩინას და გამევიდოდა ყვითელი ხორცი (შომახეთი, წყალშავი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 222.