მარხილის მოპირდაპირე ფეხებზე ჩამოცმული სქელი ფიცარი
- მარხილის მოპირდაპირე ფეხებზე ჩამოაცვამენ მეტრო–ნახევრიან სიგრძეს ფიცარს, რომლის ორივე ბოლო არი ამოთეგილი იმ სიდიდეზე, რომ მარხილის ფეხს ჩამოეცვას, ამ ფიცარს კი უწოდებენ მარხილის კოფას (ვახანი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 232.