ტაროგამოუღებლად გამხმარი, გაყვითლებული
- აჩალული ის არი, რო ტაროს ვეღარ გამეიტანს სიმიდი, ისე გახმება ფოთელი (ქორეთი); უტაროო რო არი სიმიდი და გვალვისაგან გაყვითთება ჩალა, ამბობენ: „აჩალულია სიმიდი" (ქვაციხე, რგანი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 37.