ფიცრული ან სოლებიანი დაბალგოგორებიანი ურემია, რომლის გვერდითს ძელებში (ზესადგრებში) ამოყრილი კავების (ფრჩხილების || ლაშკინების) ქვედა ნაწილი მიწაზე მიჩოჩავს, ზედა კი სამატის საშუალებით უკავშირდება უღელს. აჩაჩა ურემი იხმარება ზემო იმერეთის მთაგორიან ადგილებში
ფრჩხილაები - აჩაჩა ურემი პატარა ურემია. აჩაჩას მიტო უძახიან, პატარა რომაა, ფჩხილები რო დაცოცამს ძირსა (ზვაშითი). ხელნა ურემი ფრჩხილაები არა აქ. აჩაჩა ურემი ფრჩხილაებზე დაჩოჩიალოფს (ქვაციზე); აჩაჩა ურემი ხელნასაგან იმით გამსხვავდება, რო დაბალი გოგრები აქ. წინ ზესადგარში ამოყრილია ფრჩხილაები. სამატი, აქ ზედე (ზოვრეთი).
Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 37-38.