ნა ნე ნი ნო ნუ ნწ
ნაა ნაბ ნაგ ნად ნავ ნაზ ნათ ნაი ნაკ ნალ ნამ ნან ნაო ნაპ ნაჟ ნარ ნას ნატ ნაუ ნაფ ნაქ ნაღ ნაყ ნაშ ნაჩ ნაც ნაძ ნაწ ნაჭ ნახ ნაჯ

ნალია

  1. ოთხ ბოძზე მდგარი ფიცრის შენობა სასიმინდე , იატაკად ან ჩელტი აქვს, ან ნახვრეტებიანი ფიცრები. კედლები ფიცრისაა, მაგრამ ფიცრებს შორის ნაპრალებია, რომ სიმინდი გაახმოს ჰაერის მოძრაობამ
     
    ნალია დიდია, განიერი, სასიმიდე უფრო მორჩილა და მაღალია. სასიმიდე გძელური, რგვალი, გოუთლელი ხეებისაგან კეთდება და სწორი არ არი და ნაპრალები რჩება, ძროსაც აქ ნაპრალები, სიმიდს, ვისაც ნალია აქ, ნალიაში ყრის, ვისაც სასიმიდე – სასიმიდეში (განთიადი); ნალია ფიცრის არი, ოთხ ბოჯგზე დგას, კიბე უკეთთება, სასიმიდე წკნელისგანაა მოწნული (ტაბაკინი); ნალია სიმიდის შესანახავი ფიცრის შენობაა, 4 ბოძზე დგას (შროშა); ნალია ფიცრისაგან კეთთება, სასიმიდე გძელი ხეებისგან, ძელურისგან არი გაკეთებული (ხიდარი). (ხიდარი). || პატარა, წნელისაგან მოწნული სასიმინდე... ნალია პატარააა, ჩელტებისაგან გაკეთებული, სასიმიდე დიდია (გეზრული); სასიმიდეც არი აქა და ნალიაც. ნალია მოწნულია, ან ფიცრის თუა, ნაპრალები აქ, რო სიმიდი ადვილად გახმეს შიგ (ქვედა საქარა); ნალია ეგერ-ეგერ იყო, ნალიაში სიმიდი ხმებოდა უფრო, ძირს ქონდა ფაღრიალეები (იხ.) დატოვილი, შედიოდა სიო და არ დალპებოდა სიმიდი. სასიმიდე ფიცრისაა, საჰაერო აქ დატოვილი, 5 სმ დამორებაა ფიცრებსა და ფიცრებს შუა (პირველი სვირი). || მოზრდილი, დიდი სასიმინდე. ნალია დიდი სასიმინდეა, განიერია და მაღალი (ლეღვანი).
  2. ფარდული, სადაც არის საკრამიტე ორმო, საკრამიტე მიწის ჩასაყრელი კოდი, სიმიდის ჩასაყრელი პათორმები (პერევი).
    Source: ძოწენიძე, ქეთევან. ზემოიმერული ლექსიკონი. - თბილისი, განათლება. 1974. – გვ. 277-278.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9