Rus. БифуркацияE. Bifurcation მდინარისა და მისი ხეობის გაყოფა ორ ტოტად, რომლებიც ქვემოთ ერთმანეთს აღარ უერთდებიან და ზოგან სხვადასხვა აუზებს ერთვიან. ბიფურკაცია ზედაპირული წყლების მიერ ბრტყელი წყალგამყოფის წარეცხვის შედეგია. სეზონური ბიფურკაცია ხდება წყალდიდობის დროს,როდესაც წყალი მდინარის ერთი აუზიდან მეორეში გადადის.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.