ჰორიზონტალური ან ოდნავ დახრილი ზედაპირი, რომელიც ხეობის ფერდობზე, ზღვის ან ტბის ნაპირზე საფეხურებს ქმნის. განარჩევენ მდინარეულ, ტბიურ, ზღვიურ და შერეული ტიპის ტერესებს. აგრეთვე გვხვდება დენუდაციური პროცესების შედეგად წარმოქმნილი(სტრუქტურული, მეწყრული, სოლიფლუქციური) ფსევდოტერასები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 :