Rus. ТеррасообразованиеE. Terrace formation თეორიები მდინარეული და ზღვიური (ტექტონიკური, ევსტაზიური) ტერასების ჩამოყალიბების შესახებ - ზოგი ტექტონიკას ანიჭებს უპირატესობა, ზოგი ევსტაზიას. ტერასული სერიების პლანეტარული აგებულება და განვითარება მდგომარობს იმაში, რომ მათი ჩამოყალიბების პერიოდში ტექტოევსტაზიამ ოკეანის დონე დასწია, ხოლო გლაციოევსტაზიამ განაპირობა მისი რხევითი ცვალებადობა. ასე ჩამოყალიბდნენ ტერასები, რომელთა ასაკი ხმელეთზე იზრდება ზემოთკენ, ზღვის ფსკერზე კი - ქვემოთკენ. ლოკალური ტექტონიკური მოძრაობები სახეს უცვლის ევსტატიკურ ტერასულ დონეებს და ქმნის რეგიონული ტერასული სერიების თავისებურებებს.
Source: რმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геом 99928-963-1-0 : , орфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტე