Rus. ТравертинE. Travertine კირქვის ტუფი, მსუბუქი ფოროვანი ქანი; ცხელი ან ცივი ნახშირორჟანგიანი წყაროების მიერ დალექილი კალციუმის კარბონატის დანაგროვები ( დანალექი). ხშირად შეიცავს მცენარეების ანაბეჭდს, ხმელეთის ან მტკნარი წყლის მოლუსკების (გასტროპოდების) ნიჟარებს. იყენებენ საშენ მასალად და კირის გამოსაწვავად.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც