Rus. ТрансгрессияE. Transgression ზღვის მიერ ხმელეთის თანდათანობითი დაფარვის პროცესი. ამ დროს ადგილი აქვს ზღვის აბრაზიის გაძლიერებას, ნალექთა უთანხმო განლაგების პროცესს, კერძოდ, ახლგაზრდა ზღვიური ნაფენებით შედარებით ძველების გადაფარვას. ზღვის ტრანსგრესიის მიზეზი ბევრია. განსაკუთრებით საყურადღებოა მიწის ქერქის ვერტიკალური, ეპეიროგენული მოძრაობები. აგრეთვე ზღვის დონის ევსტატიკური ცვალებადობა. ტრანსგრესიებისა და რეგრესიების განსაკუთრებით მნიშვნელოვან მონაცვლეობას ადგილი ჰქონდა ანთროპოგენში(მეოთხეულ პერიოდში), უკანასკნელი 1,8 მლნ წლის განმავლობაში, მაგ., კასპიის ზღვის აფშერონული (ეოპლეისტეცენური) ტრანსგრესიის დროს ზღვით დაიფარა უზარმაზარი ტერიტორიები: მინგეჩაურამდე - სამხრეთ კავკასიაში, ქ. ვოლგოგრადამდე - ვოლგისპირეთში, ხოლო ჭარბი წყლები კუმა-მანიჩის სრუტით გადადიოდა შავი ზღვის აუზში.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც