ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფქ ფშ ფხ
ფიე ფილ ფინ ფიო ფირ ფიტ ფიქ ფიჭ

ფილები ლითოსფერული

Rus. Литосферные плиты
E. Lithospere platform (plate)

გლობალური ტექტონიკის კონცეფციის თანახმად, ლითოსფერო დაყოფილია ორ ათეულამდე განსხვავებული სიდიდის ფილად, ძირითადად, ეს პლანეტარული მასშტაბის მორფოსტრუქტურებია , მყარი, შედარებით ხისტი სხეულები. ლითოსფეროს ფილებს შორის მნიშვნელოვანია: 1.ევრაზიის, 2. აფრიკის, 3. ანტარქტიდის, 4.ჩრდ. ამერიკის, 5. სამხრ. ამერიკის.6. წყნარი ოკეანის, 7. ნასკას, 8.არაბეთის და სხვ.ლითოსფეროს ფილებს სამგვარი საზღვარი გააჩნია -დივერგენტული, კონვერგენტული და ტრანსფორმული. ამ საზღვრების გასწვრივ ხდება ფილების ერთიმეორისაგან დაშორება, ერთმანეთისაკენ მოძრაობა და მართობული რღვევის სიბრტყის გასწვრივ ფილების ჰორიზონტალური გადაადგილება. ლითოსფეროს ცალკეული ფილა მოიცავს როგორც კონტინენტურ ქერქს, ასევე ოკეანური ქერქის ნაწილსაც. სამხრ. ამერიკის ფილა მოიცავს როგორც კონტინენტს, ასევე ატლანტის ოკეანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და ინდოეთის ოკეანის დასავლეთ ნაწილს.

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9