ტექტონიკური ჰიპოთეზა, დაფუძნებული წარმოდგენაზე, რომელიც ითვალისწინებს კონტინენტების განლაგების უცვლელობას (ფიქსიზმს) მანტიის მიმართ და ვერტიკალურად მიმართულ ტექტონიკურ მოძრაობათა გადამწყვეტ როლზე მობილიზმის საპირისპიროდ იგი უარყოფს კონტინენტთა მნიშვნელოვან ჰორიზონტალურ გადაადგილებებს (ბომონი, ზიუსი, ბელოუსოვი). ფიქსიზმს წამყვანი როლი ენიჭებოდა მე-20 ს-ის 20-იანი წლების ტექტონისტთა წრეში.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც