Rus. ПсевдовулканE. Pseudovolcano რელიეფის ფორმები, რომლებიც მეტად ემსგავსებიან ვულკანურს, თუმცა გენეტურად მათთან არავითარი კავშირი არ აქვთ. მაგ., მეტეორიტის დაცემით წარმოშობილი კრატერი; კალდერისმაგავარი ლაგუნა კაროლინაში; მარილის დიაპირული სტრუქტურები და ა. შ.ფსევდოვულკანებს მიაკუთვნებენ ტალახის ვულკანებს, რომელთა მამაოძრავებელი ძალა მიწის სიღრმეში გადახურებული აირებია. არის აგრეთვე ტალახის ტიპის ფსევდოვულკანები ნავთობის საბადოების გავრცელების რაიონებში. მათი მოქმედება დაკავშირებულია ორგანული წარმოშობის აირებთან.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც