Rus. ПсевдокарстE. Pseudo-karst მოვლენები, რომლებიც კარსტულს წააგავს და ვითარდებიან ყინულსა და მზრალ გრუნტებში ( თერმოკარსტი, ფოროვან და დესტრუქციულ გრუნტებში (კლასტოკარსტი, თიხის კარსტი, ლიოსიის კარსტი, მექანიკური სუფოზია). ფსევდოკარსტის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს ყინულის დნობა, წყლის ნაკადის მექანიკური მოქმედება, ფხვიერი გრუნტიდან მარილების გამოტუტვა და სხვ.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც