ფა ფე ფი ფლ ფო ფრ ფს ფუ ფქ ფშ ფხ
ფუმ ფუძ ფუჭ

ფუმაროლა

Rus. Фумарола
E. Fumarole

ვულკანის კრატერში, მის კალთებზე ან ახლად ამოღვრილ ლავურ ნაკადებში არსებული მცირე ზომის ნაპრალებიდან ცხელი ვულკანური აირების გამოყოფა. განარჩევენ პირველად ანუ მუდმივ ფუმაროლებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მოქმედი ვულკანის კრატერთან და მეორადს, დროებითს, რომლებიც ახასიათებს ლავურ ნაკადებს ან ახლადწარმოქმნილ პიროკლასტურ დანაგროვებს. რა ტემპერატურისა და შედგენილობისაა აირები, გამოყოფენ მშრალ, მჟავე, ტუტე ან გოგირდოვან და ნახშირორჟანგოვან ფუმაროლებს.

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9