Rus. Порода горнаяE. Rock დედამიწის ქერქის ამგებ მინერალთა მუდმივად არსებული აგრეგატი ( მკვრივი ან ფხვიერი), რომელიც დამოუკიდებელ გეოლოგიურ სხეულს გეოლოგიურ სხეულს ქმნის. ქანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან მინერალური შედგენილობით, სტრუქტურით, ფიზიკური თვისებებით. წარმოშობის მიხედვით განარჩევენ მაგმურ, დანალექ და მეტამორფულ ქანებს. მაგმური და მეტამორფული ქანებითაა აგებული დედამიწის ქერქის დაახლოებით 90%, დანალექი ქანებით -მხოლოდ 10%, თუმცა დედამიწის ზედაპირზე მათ ფართობის 75% უკავია.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც