დედამიწის ზედაპირის რელიეფის უარყოფითი ფორმა, რომელსაც მეტნაკლებად იზომეტრული მოხაზულობა აქვს ან ოდნავ წაგრძელებულია. მორფოლოგიურად შეიძლება იყოს ბრტყელფსკერიანი, ჯამისებრი და ა. შ. წარმოშობით- ტექტონიკური, ვულკანური, ეროზიული, დეფლაციური, მყინვარული, კარსტული. ზღვის ფსკერის მორფოლოგიაში გამოყოფენ ოკეანურ ქვაბულებს - ოკეანური საგების ყველაზე დიდ უარყოფით ფორმებს.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც