ქა ქე ქვ ქი ქო
ქვა ქვი

ქვიანი გლეტჩერი

Rus. Каменный глетчер
E. Rock glacier

ყინულით შეკავშირებული ქვიანი, დაუხარისხებელი მასალის ნაკადი კარებში, ფერდობებზე, ხეობებში. მოგვაგონებს ხეობურ მყინვარს. სიგრძე ასეული მ-დან რამდენიმე კილომეტრამდე, სისქე 50 მ-ს არწევს. წარმოიქმნება მყინვართა ნელი კლების ან ნასალი მასალის მასიური მოზრაობით. ხშირად დაკავშირებულია თანამედროვე ან ახლახან გამქრალ მყინვართან. ზოგ მათგანს გააჩნია ყინულოვანი ბირთვი. ფართოდაა გავრცელებული ალიასკაზე. განასხვავებენ ფრთისებრ, ენისებრ, ნიჩბისებრ გლეტჩერებს.

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9