ქა ქე ქვ ქი ქო
ქვა ქვი

ქვიშიანი უდაბნო

Rus. Песчаная пустыня
E. Sand desert,erg

უდაბნოს ტიპი ქვიშიანი ზედაპირით. ქვიშა წარმოიქმნება ადგილობრივი ძირითადი ქანების გამოფიტვით და ძველი, ალევიური ვაკეების ნაფენთა გადაადგილებით. ეოლიური აკუმულაციის შედეგად ზედაპირი გართულებულია ზვინულებით, ბარხანებით, ბორცვაკებით და რელიეფის სხვა ფორმებით.ამ ტიპის უდაბნოებისათვის დამახასიათებელია წყლის მნიშვნელოვანი მარაგი (მტკნარი წყლის ლინზები) და მეჩხერი მცენარეული საფარი.

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9