გეომორფოლოგიაში ნებისმიერი მოგრძო და ვიწრო ჩაღრმვება ციცაბო ფერდობით, რომელიც მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება ეგზოგენური და ენდოგენური პროცესების ზემოქმედებით. ამიტომ გამოყოფენ დეფლაციურ, მყინვარულ, ეროზიულ, ტექტონიკურ, კარსტულ და სხვა გენეტური ტიპის ღარებს. არსებობს აგრეთვე ანთროპოგენული ბუნების ღარი -არხი, კიუვეტი და ა. შ.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც