Rus. СельE. Mudflow, mud stream, mud-rock flood სტიქიური მოვლენა, ქვატალახიანი ნაკადი, რომელიც წარმოიქმნება მთიანი რაიონების მდინარეთა იმ აუზებში,სადაც ქანები მდიდარია ალუმოსილიკატებითა და თიხის შემქნელი სხვა მინერალებით . ფიზიკური თვისებების მიხედვით გამოყოფენ სტრუქტურულ (ქვატალახიანი პლასტიკური კონგლომერატი, რომელშიც 80-90% მყარი მასალაა) და ტურბულენტურ ღვარცოფებს. საქართველოში ღვარცოფები გავრცელებულია მდინარეების: თერგის, არაგვისა და ალაზნის აუზებში.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც