Rus. Относительный геологический возрастE. Relavite geological age განისაზღვრება გეოლოგიურ ჭრილში ნალექთა ურთიერთდამოკიდებულებით და ნალექებში განამარხებულ ორგანიზმთა ნაშთების მიხედვით.ასაკის განსაზღვრას საფუძვლად უდევს კვლევის სტრატიგრაფიული და პალეონტოლოგიური მეთოდები. სტრატიგრაფიული მეთოდის ძირითადი პრინციპია: გეოლოგიურ ჭრილში, ნალექთა ჰორიზონტალური წყობისას, ქვედა შრეები უფრო ძველია ასაკობრივად, ვიდრე ზედა, ხოლო ინტრუზიული სხეულით გარღვეული ნალექები უფრო ძველი, ვიდრე მათში შეჭრილი სხეულის ასაკი. პალეონტოლოგიური მეთოდი ეფუძნება ორგანიზმთა ევოლუციის პრინციპებს -განვითარების აღმავალ მრუდს უმარტივესი ორგანიზმებიდან რთულისაკენ. ორგანიზმთა შედარებისას შესაძლებელი ხდება მათი შემცველი ნალექების ადრეული ან გვიანდელი ასაკის დადგენა. შეფარდებითი გეოგრაფიული ასაკის დადგენისას გამოიყოფა სტრატიგრაფიული ერთეულები: ერა, პერიოდი, ეპოქა, საუკუნე.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც