Rus. ОбвалE. Rockslide, failure, slough, collapse,debris fall ციცაბო ფერდობებზე, მდინარეთა ან ზღვის ნაპირთა ფლატეებზე ქანთა ჩამონგრევა. წარმოიქმნება გამოფიტვის, მიწისძვრის, მიწისქვეშა ან მიწის ზედა წყლების ზემოქმედებით ძირითად ქანებში შეჭიდულობის შემცირებისსას. ხშირად იწვევს მდინარის ხეობის გადაკეტვას და ტბის გაჩენასაც (1911 წ. უსოისის ხეობის ჩამონაზვავმა შექმნა სარეზის ტბა პამირში, 1891 წ. ნაზვავმა დააგუბა ამტყელის ტბა, კლდეზვავებმა (100მ სიმაღლის) დააგუბეს მდ. იუპშარას ხეობა და წარმოიშვა რიწის ტბა; ამგვარივე წარმოშობისაა ქვედის ტბა რაჭაში.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც