Rus. КосаE. Spit,sand bar სანაპირო ზოლში შექმნილი დაბალი შვერილი ან ვიწრო სანაპირო ბარი, პლაჟის თითისებრი გაგრძელება, ზღვის, ტბის ნაპირზე ქვიშის, რიყნარის ან ნიჟარების ვიწრო მინალექი, რომელიც ერთი მხრით ნაპირზეა მიზრდილი. წარმოიქმნება ნაპირის გაყოლებით მყარი მასალის გადაადგილებით და დალექვით ( სიგრძე ზოგჯერ ასეულ კმ-ს აღწევს. მაგ., შავ, აზოვის, ბალტიის ზღვებში), ურთიერთშემხვედრი დინება მართობულად შეჭრილ ცელას ქმნის - ისარას (მაგ., არაბატის ისარა ყირიმში).
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც