Rus. МелкосопочникE. Hummocky topography, hummock-and-hollowtopography რელიეფის არიდულ-დენუდაციური ტიპი (სხვადასხვა ფორმის სერებითა და ბორცვებით).ბორცვები და სერები ერთმანეთისაგან განცალკევებულია სხვადასხვა სიგანის ბრტყელი ქვაბულებით (ზოგჯერ ტბებით). წარმოადგენს ძველი მთიანი სისტემის ხანგრძლივი მოსწორების შედეგს. ტიპური მაგალითია ყაზახეთის წვრილგორაკეთი, მუგოჯარები.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568, გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც.