Rus. Подводный хребетE. Submarine ridge ოკეანეთა და ზღვების ფსკერიდან აღმართული მთათა სისტემა. კონტინენტიდან ოკეანისაკენ გარდამავალ ზონასი ძირითადად წარმოდგენილია კუნძულთა რკალით, აგრეთვე ქედებით განაპირა ზღვების ფსკერზე (იამატოს ქედი იაპონიის ზღვაში).ოკენის ფსკერზე გავრცელებულია თაღურ-ბლოკური და ვულკანური ქედები. განსაკუთრებული სახეა შუაოკეანური ქედები, მათი სტრუქტურა მიმდებარე ხმელეთის ანალოგიურია. გარდამავალ ზონაში ქმნის კუნძულთა რკალებს. ოკეანის ფსკერზე - ლოდა, ნაოჭა-ლოდა და ვულკანურ მთებს.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც