Rus. Долина антецедентнаяE. Anteceddent valley გამკვეთი ხეობა, რომელიც გეოლოგიური ასაკით უფრო ძველია, ვიდრე მის მიერ გაკვეთილი (ჩაჭრილი) მორფოსტრუქტურა. ანტეცენდენტური ხეობა ჩნდება მიწის გარკვეული ტერიტორიის აზევებისას, ტერიტორიისა, რომელზედაც უკვე გამომუშავებული იყო მოცემული მდინარეული ხეობა. ეს პროცესი მიმდინარეობს მაშინ, როდესაც აზევების სიჩქარე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ხაზოვანი ეროზიის სიჩქარეს.ასეთი ხეობები საქართველოში ბევრია, მაგ. მდ. ტეხურას მიერ ნოქალაქევის ბრაქიანტიკლინური სერის ჩაჭრა აბასთუმან-აწყურის მონაკვეთზე.
Source: გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568