ხა ხე ხვ ხი ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხევ ხეო ხეტ

ხეობა გადაღრმავებული

Rus. Долина плоскодонная
E. Flat-bottomed valley

1.მთავარი ტროგის ხეობა, რომლის ფსკერიც ამოთხრილია მყინვარის მიერ გაცილებით დიდ სიღრმეზე, ვიდრე მცირე მყინვარების მქონე გვერდითი ტროგებისა. მყინვარის მოდნობის შემთხვევაში მთავარი და გვერდითი ტროგების ფსკერი აღმოჩნდება სხვადასხვა სიმაღლეზე და გამოიყოფა ერთმანეთს მკვეთრი საფეხურით; 2.გლაციოევსტატიკური რეგრესიების დროს, როდესაც ოკეანეთა დონე დაბლა იწევდა დაახლოებით 120-130 მეტრით, ხოლო შავი ზღვისა -60 მეტრამდე, ეროზიის ბაზისის დაწევის გამო, ხდებოდა შემდინარე მდინარეთა ხეობების გადაღრმავება, ჩაჭრა. ტრანსგრესიების დროს ხეობები ივსებოდა მძლავრი ფლუვიალური მასალით. დღეს გადაღრმავებული ხეობების ფსკერი ბევრად უფრო ღრმად მდებარეობს, ვიდრე თანამედროვე მდინარეებისა.

Source: გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9