ხა ხე ხვ ხი ხმ ხნ ხო ხრ ხუ
ხმე

ხმელეთის (კონტინენტის) ძირი

მატერიკული ძირი, კონტინენტის წყალქვეშა ფერდობის მიმდებარე ტერიტორია. იგი წარმოადგენს რელიეფის უმსხვილეს ფორმას. ეს არის ფსკერისაკენ დახრილი ვაკე, რომლის სიგანე რამდენიმე ასეული კილომეტრია. ეყალქვეშა ფერდობიდან მისი დახრილობა 2,5-3 კმ-ია. ფსკერის მიმართულებით მთავრდება 3,5, 4, 5 კმ-ის სიღრმეზე. წარმოადგენს ნალექთა აკუმულაციის არეს. ხმელეთის ძირის საფუძველი სტრუქტურულად ხასიათდება მიწის ქერქის ღრმა გაღუნვით, რაც განაპირობებს აკუმულირებული ნალექების დიდ სიმძლავრეს (5 კმ-მდე).

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9