Rus. Переходная зона от материка к океануE. Transitory zone, island arcs zone წარმოდგენილია განაპირა ზღვების ქვაბულებით და კუნძულთა რკალის არქიპელაგებით. ახასიათებს რელიეფის დიდი კონტრასტულობა, ვერტიკალური ტექტონიკური მოძრაობების მკვეთრი დიფერენცირება და დიდი სიჩქარეები, ღრმაფოკუსიანი სეისმიკა და ვულკანიზმის ძლიერი გამოვლინება. ყოველივე ამის გამო, ეს ზონა შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე გეოსინკლინურ არედ. გარდამავალი ზონებია ოხოტის ზღვის სამხრეთი ქვაბული, კურილიის კუნძულების რკალი, იაპონიის ძღვა, კურილია-კამჩატკის ღრმული.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც