Rus. Гипотеза ВегенераE. Continental drift theory (Wegener theory ) ითვალისწინებს კონტინენტური ქერქის დრეიფს ოკეანურ ქერქზე. ეს იყო 1912 წელს.ამ შეხედულებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. ახალმა გამოკვლევამ კონტინენტების მოძრაობის მექანიზმის შესახებ, საბოლოოდ დაასაბუთა ე. ვეგენერის თეორიის სისწორე. ამ თეორიას ეწოდება "ახალი გლობალური ტექტონიკა", "ნეომობილიზმი","ლითოსფეროს ფილების ტექტონიკა" და სხვ.თეორიის თანახმად, პალეოზოურში არსებული ერთიანი ხმელეთი პანგეა, მეზოზოურში დაიშალა ლავრაზიად ( ჩრდ. ნახევარსფერო) და გონდვანად ( სამხრ. ნახევარსფერო). ერთ-ერთი მთავარი მტკიცება კონტინენტთა მოძრაობის სასარგებლოდ არის მათი კონტურების ურთიერთშეთანწყობა.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც