ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიდ ჰიპ ჰიფ

ჰიპოთეზა იზოსტაზიური

Rus. Гипотеза изостатическая
Isostatic theory

არსებობს იზოსტაზიის მექანიზმის ორი განსხვავებული ჰიპოთეზა: 1. ეირის მიხედვით, სხვადასხვა ზომის ერთნაირი სიმკვრივის ბლოკები წონასწორობაში იმყოფება ( მაღალ მთებს უნდა ჰქონდეს ისეთივე სიმკვრივე, როგორც დანარჩენ ბლოკებს, მეტი მასა და ღრმა ფესვები). 2.პრატის მიხედვით, სხვადასხვა სიმკვრივის ბლოკები წონასწორობაშია (მაღალ მთებს ნაკლები სიმკვრივე გააჩნია, ვიდრე რელიეფის დაბალ ფორმებს, ხოლო ქერქის სიმძლავრე ყველგან ერთნაირია).

Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9