Rus. Гипотеза контракционнаяE. Contraction hypothesis გეოლოგიური ჰიპოთეზა, რომელიც ქანების დანაოჭებას და მთათაწარმოქმნის პროცესებს ხსნის დედამიწის რადიუსის და მისი ზედაპირის თანდათანობით შემცირებით (ელი დე ბომონი, 1829) -დედამიწის რადიუსის შემცირება გამოწვეულია დედამიწის გაცივებით და შეკუმშვით. ეს წარმოდგენა ეყრდნობა ამჟამად უარყოფილ კანტ-ლაპლასის კოსმოგენურ ჰიპოთეზას პლანეტების გამდნარ-თხევადი მასისაგან წარმოშობის შესახებ.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც