Rus. Гумидный рельефE. Humid relief ჰუმიდური ( ნესტიანი) ჰავის პირობებში შექმნილი ეროზიულ-აკუმულაციური რელიეფი - მდინარეთა ხეობები, ტერასები, გამოზიდვის კონუსები, ხრამები, შთენილი ბორცვები მაღალი ტემპერატურების, სინესტის გამო, ჰუმიდურ ოლქებში ინტენსიურად მიმდინარეობს ქიმიური გამოფიტვა. კირქვების გავრცელების რაიონებში დომინირებს კარსტული პროცესები.
Source: ლიფონავა, კარლო , გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200ც