აა აბ აგ ად აე ავ აზ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აქ აღ აყ აშ ახ
ალე ალთ ალო ალპ ალტ ალუ

ალუდები

მიცვალებულის წლისთავი -მკვდრის პატივსაცემად გამართული სუფრა თუშეთში; იმართებოდა ზაფხულში, ათნიგენობების დაწყებამდე. წლისთავის ჯეროვნად გადასახდელად საჭირო იყო სამი-ოთხი კოდი ქერი სალუდე ფორის დასამზადებლად, ორი-სამი კოდი საარყე მასალა, ორი კოდი ფქვილი პურის გამოსაცხობად, სამი-ოთხი ცხვარი საკლავად, ათი-თხუთმეტი ცხვარ-თოხლი დოღის მონაწილეებისათვის, საკმაოდ ბევრი ფული სხვადასხვა ხარჯებისათვის. ყოველივე ამაში ოჯახს ნათესაობა "სანიჭრით" (ცხვრით, ყველით, ფულით და სხვ.)ეხმარებოდა, რითაც ჭირისუფალს გარკვეული მატერიალური შეღავავათი ეძლეოდა. ალუდის გადახდის სამზადისში მთელი საგვარეულო და სოფლის მეზობლობა მონაწილეობდა.ისინი ოჯახს შეშის მოჭრა-მოტანაში,ლუდის მოხარშვაში, არყის გამოხდაში, პურის გამოცხობაში და სხვა საქმეში შველოდნენ.

to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9