წისქვილში დადგმული სამინდე ჭურჭელი, გატიხრული სამად: ხორბლის, ქერის და სიმინდისათვის;ხის ფიცრებისაგან შეკრული ფქვილისა და მარცვლეულის შესანახი დიდი ყუთი; შედგება ორი ან სამი განყოფილებისაგან, ზოგიერთში ას ფუთამდე სულადი ჩაეტეოდა.
ლიტ.:შ. ძიძიგური. ქართლში ჩატარებული სალექსიკოლოგიო მუშაობის ანგარიში, ქსნისა და ლიახვის ხეობაში \\ ენიმკის მოამბე.2.1937, გვ. 317-324;ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი. თბ., 2011.
Source: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.