ძუძუთა ბავშვის სულის მომვლელი საიქიოში. ხევსურთა რწმენით, სულეთის ღმერთი სულეთის მკვიდრ ბავშვებს აბარებს ამბოკვრებს, რომელთა მოვალეობას მათზე ზრუნვა შეადგენს. ჭირისუფალი სამზეოდან რძეს "სახელს უდებს" და ამბოკვარს მიმართავს: "ვინც ჩემის ყმაწვილის ამბოკვარი ხარ, ამითამც ადუმებ, ან ასახვრეტითამც ულბობ პურს, უძუძურობითამც ნუ დაგაღონებს. შენიმც სახმარია ეს ზისცვარი."
ლიტ.:მ. ბალიაური, ნ. მაკალათია. მიცვალებულის კულტი არხოტის თემში \\ მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის. 1940, გვ. 61.
Source: ქართული კულტურის ეთნოლინგვისტური ენციკლოპედია : (ძირითადი მახასიათებლები) / [შემდგ. : ნ . ანთელავა, მ. ბუკია, ი. კვაშილავა, მ. ჩუხუა]; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი .- თბ. , 2023 .-.თავფურც. ავტ. აღნიშნული არ არის . – ბიბლიოგრ. : გვ. 682-694694 .- ISBN 978-9941-503-98—6.