Rus. ОтдельностьE. Jointing,parting ქანების დაპობა დამახასიათებელი ფორმის ბლოკებად, ლოდებად ან ნატეხებად ბუნებრივი ან ხელოვნური გზით.ბლოკები სხვადასხვა სიდიდისაა - დაწყებული რამდენიმე სმ-დან, ათეული მ-ებით დამთავრებული.განწევრება გამოწვეულია ქანში ხილულ ან უხილავ ურთიერთგადამკვეთ ნაპრალთა სისტემების არსებობით. გამოყოფენ განწევრების შემდეგ ფორმებს:ბელტურს (მრავალწახნაგა, პოლიედრული), კუბურს (სწორკუთხოვანი), ფურცლოვანს (ფირფიტისებრი),სვეტისებრს (პრიზმული, ბაზალტური), რომბულს, ბურთისებრს (სფრული, ნაჭუჭისებრი),ბალიშისებრს, ფენურს, ფილისებრს და სხვ.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.