Rus. ГеоантиклинальE. Geoanticline დედამიწის ქერქის ამათუ იმ მონაკვეთის აზევებული უბანი გეოსინკლინში,ხშირად რამდენიმე გეოლოგიური პერიოდის განმავლობაში ვითარდება.გეოანტიკლინის ნალექი წყებები სინქრონულ გეოსინკლინურ წყებებთან შედარებით უხეშმარცვლიანია, ნაკლები სისქისაა, ხშირად გადარეცხილია და ჭრილში არასრული.ოროგენული ციკლის დასასრულს ჩამოყალიბებულ ნაოჭა სისტემებში გეოანტიკლინი ცენტრალური, ყველაზე მაღლა აზიდული და უძველესი ქანებით აგებული უბანია, რომელიც შემდეგ ანტიკლინორიუმად, ხშირად შუალედ მასივად გარდაიქმნება. თანამედროვე ნეოანტიკლინებად ითვლება მალაის არქიპელაგი და კურილის კუნძულთა რკალი, ძველად -კავკასიონის მთავარი ქედი.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.