გა გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო

გეოკრიოლოგია

Rus. Геокриология
E. Geocriology
მეცნიერება მზრალი გრუნტებისა და ქანების შესახებ, მათი წარმოშობის პროცესებისა და არსებობის, აგრეთვე გაყინვის, გადნობის და მზრალი წყებების დიაგენეზის პროცესებზე. სწავლობს მარადულ და სეზონურად მზრალ ქანებს, მათ შემადგენლობას, აგებულებას, ფიზიკურ-მექანიკურ ხასიათს, გრუნტების ურთიერთკავშირს მიწისქვეშა ყინულებთან, აგრეთვე გეოლოგიურ, გეომორფოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ მოვლენებს, დაკავშირებულს დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის გაყინვისა და გადნობის მოვლენებთან, მათ კავშირს ნაგებობათა მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან, ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო ათვისებასთან და სხვ.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9