Rus. Геологический возрастE. Geologic age 1.ქანების, მინერალების, განამარხებული ორგანიზმების, გარკვეული გეოლოგიური მოვლენის ან სტრუქტურის ასაკი გამოხატული დროის ასტრონომიულ ერთეულში - წლებში ან საუკუნეებში (აბსოლუტური ასაკი)ან რომელიმე გეოლოგიური მოვლენის სხვა მოვლენასთან შეფარდებით (შეფარდებითი ასაკი),2. ტერმინი გამოიყენება აგრეთვე განვლილი გეოლოგიური ისტორიის აღსანიშნავად, რომელიც განსხვავდება თანამედროვე ან ისტორიული დროისაგან.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.