გა გე გვ გზ გი გლ გმ გნ გო გრ გუ
გეგ გეი გემ გენ გეო

გეომორფოლოგია

Rus. Геоморфология
E. Geomorphology, physiography
მეცნიერება დედამიწის რელიეფის შესახებ, შეისწავლის ხმელეთის, ოკეანეებისა და ზღვების ფსკერის რელიეფს, განიხილავს მას გარეგნული იერის (პლასტიკის), წარმოშობის, ასაკის, განვითარების ისტორიის, თანამედროვე დინამიკის, მისი შემადგენელი ფორმების დაჯგუფებებისა და გავრცელების კანონზომიერებათა თვალსაზრისით. თანამედროვე რელიეფს შეისწავლის როგორც დედამიწის ზედაპირის განვითარების მთელი წინამორბედი ისტორიის შედეგს. მჭიდროდაა დაკავშირებული გეოლოგიასთან და ეყრდნობა მის დასკვნებს. როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო დისციპლინა ჩამოყალიბდა მე-19-ე ს-ის ბოლოს- მე-20-ე ს-ის დასაწყისში. არსებობს ამერიკული (უ. დევისი) და ევროპული, უპირატესად, გერმანული,(ფ. რიხტჰოფენი, ა.და ვ.პენკები)სკოლები.სსრკ-ში საფუძველი ჩაუყარეს პ.კროპოტკინმა,ი. მუშკეტოვმა, ა,პავლოვმა,ი.შჩუკინმა,ედელშტეინმა, კ. მარკოვმა, ი. გერასიმოვმა. საქართველოში- ა. ჯავახიშვილმა, ლ. მარუაშვილმა.
Source: ლიფონავა, კარლო, გეომორფოლოგიური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი = Толковый словарь геоморфологических терминов / [რედ.: ლ. მარუაშვილი, გ. მაისურაძე]. - თბ. : მეცნიერება, 2002. - 568გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 565. - ISBN 99928-963-1-0 : სახელშეკრ. ფასი, 200.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9